Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

1.ნაქალაქევის ქარვასლა -ჯოლდის გამოქვაბულები - სოფელი ფია - გელსუნდის გამოქვაბულები.


მესხეთში მრავალი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. აღსანიშნავია ჯოლდის ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს გელსუნდას გამოქვაბულთა კომპლექსი. გზად შეგიძლიათ დატკბეთ ვულკანური წარმოშობის მთების შთამბეჭდავი ხედებით და ულამაზესი ლანდშაფტით. 

ღირსშესანიშნაობები:
სოფელ ფიის წმინდა თევდორესა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები.
გელსუნდას გამოქვაბულები ქვისკარით.


ერთდღიანი მარშრუტი
ბილიკი იწყება გზის პირას მდებარე ძველი ქარვასლის ნანგრევებიდან, სადაც ადრე საქარავნო გზა გადიოდა. ბილიკი კვეთს ჯოლდის ხიდს და ამავე სახელწოდების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით გრძელდება და მთის წვერისკენ მიემართება, საიდანაც ვულკანური წარმოშობის მთები და ქვიანი ლანდშაფტები იშლება. სოფელ ფიაში IX და X საუკუნეების ეკლესიებისა და ძველი სასაფლაოს დათვალიერებაა შესაძლებელი. მარშრუტი მთავრდება გელსუნდას გამოქვაბულებთან, ამ გამოქვაბულების ვიზიტით.
 
საშუალო სირთულის მარშრუტი.
მარშრუტის სიგრძე: 8,6 კმ.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 7 საათი.
ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1200 მ.
ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1250 მ.
სატრანსპორტო საშუალება: ქვეითად.
რეკომენდაციები: სასურველია თან იქონიოთ საგზალი.