Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამოგზაურო ინფორმაცია

 

რეგიონში გამგზავრება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მიკროავტობუსი, ავტობუსი, მატარებელი, ტაქსი) საქართველოს ნებისმიერი დიდი ქალაქიდან.

მიკროავტობუსები თბილისიდან ყოველ საათში მიემგზავრება შემდეგი მიმართულებით:

1. თბილისი-ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქი-ნინოწმინდა

2. თბილისი-ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქი

3. თბილისი-ბორჯომი-ახალციხე

4. თბილისი-ბორჯომი-ახალციხე-ასპინძა

5. თბილისი-ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი

პირველი რეისი-დილის 08:00 სთ. (ბილეთის ღირებულება:7-12 ლარი, მანძილის მიხედვით)

თბილისი-ბორჯომის მატარებელი გადის დღეში ორჯერ, მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათია.(მგზავრობის ღირებულება 2-3 ლარი).

გამგზავრების დრო:

თბილისიდან-07:15 სთ. დილით და 16:45 სთ საღამოს.

ბორჯომიდან-16:20 სთ. და დილით 07:00 სთ.

ჯანდაცვა: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წამლების შეძენა რეკომენდირებულია დიდ აფთიაქებში, როგორებიცაა ავერსი, პსპ, ჯპს.

წყალი: რეგიონის მრავალ ადგილას წყლის დალევა უსაფრთხოა. ხოლო მთის წყაროს წყალი სასარგებლოცაა. იყიდება ბოთლის მინერალური გაზიანი ან მტკნარი წყალი-”ბორჯომი”,”ნაბეღლავი”, ”ლიკანი”.

ენერგომამორაგება: გამოიყენება 220 ვ. ცვლადი დენი, 50 ჰერცი, ევროპული ტიპის ორკონტაქტიანი შტეფსელი.

ბენზინგასამართი სადგურები: ნინოწმინდა (”ლუკოილი”-თავისუფლების ქუჩა 1), ახალქალაქი (”ვისოლი”- აღმაშენებლის 115, ”ლუკოილი”-აღმაშენებლის 1, შაუმიანის 2), ახალციხე (”ვისოლი”-აბასთუმნის გზატკეცილი, ”ლუკოილი”-აბასთუმნის გზატკეცილი), ასპინძა (ვარძიის 78, ვარძიის 97), ადიგენი (ინდ. მეწარმე ”ზაზაძე ზაზა”-წერეთლის 15).

სასურსათო მაღაზიები: სამცხე-ჯავახეთის ყოველ ქალაქში განლაგებულია პატარა სასურსათო მაღაზიები, სუპერმარკეტები ძირითადად განლაგებულია ქალაქის ცენტრში.