ძვირფასო მეგობრებო, ესტუმრეთ, აღმოაჩინეთ და დატკბით საქართველოს ხელშეუხებელი ბუნების მშვენიერებით, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა მოინახულოთ მსოფლიოს ჭეშმარიტად თვალწარმტაცი ნაწილი. შემოგვიერთდით ქვეითად სასიარულო ტურებში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მხარეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რათა აღმოაჩინოთ ამ რეგიონის არქიტექტურის შედევრები, ისეთები, როგორებიცაა, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, თმოგვისადა ხერთვისის ციხეები, კუმურდოს საკათედრო ტაძარი... და არა მხოლოდ ეს... მოინახულეთ მთელი საქართველო ჩვენთან ერთად. ჩვენ გთავაზობთ დაბალ ფასებს და გამოცდილ, მხიარულ, გარემოსა და სიტუაციებთან მორგებულ ტურ ლიდერებისა და გიდების მომსახურებას. საქართველო თავისი ფართობით შვეიცარიისზომის ქვეყანაა, ევროპაშიუმაღლესი მთებით, დასაბუთებული მოსაზრების თანახმად, სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. ქვეყანა მდიდარი ტურისტული ბილიკებით, რაც გაძლევთ საშუალებს აღმოაჩინოთ გასაოცარი ადგილები და თქვენი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ. ჩვენი ქვეყანა გთავაზობთ დაათვალიეროთ არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები-ისტორიული ძეგლები, გიჟმაჟი მდინარეები, საოცარი გამოქვაბულები, საიდუმლო გვირაბები, ხშირი ტყეები. აღმოაჩინეთ, შეისწავლეთ და დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო და ქართული სახელგანთქმული ღვინოები, გაეცანით საოცარ ლეგენდებს, მოინახულეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შეიგრძენით თუ რას ნიშნავს, ევროპული და აღმოსავლური კულტურის ნაზავი-”ხალხთა მოზაიკა” მრავალფეროვანი ეთნოსი, მოინახულეთ უძველესი სავაჭრო გზების გზაჯვარედინები, სახელგანთქმული აბრეშუმის გზა, დატკბით პოლიფონიური სიმღერებისა და გრაციოზული ცეკვებისჰარმონიულობით. ესტუმრეთ ეკლესიებსა და ტაძრებს, მუზეუმებსა თუ გამოფენებს, ტრადიციულ პურის საცხობებს, გოგირდის აბანოებსა თუ ადგილობრივ ბაზარს, ყველაფერ ამას დაამატეთ ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ქართველების ლეგენდარული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია და თქვენ მომავალი მოგზაურობისთვის საოცნებო მიმართულება გაქვთ შერჩეული. ამბობენ, მოგზაურისთვის ყველაზე მთავარია გულით რას შეგრძნობს. ასე რომ. არ იყოყმანოთ, ესტუმროთ საქართველოს და ხუთივე გრძნობით აღიქვით ეს საოცნებო ქვეყანა.
ამდენად, ძვირფასო მეგობრებო, გვესტუმრეთ და დარწმუნდით რომ ცხოვრება მშვენიერია და სიცოცხლე ბედნიერებაა. საუკეთესო სურვილებით ინგა ტყემალაძე, შ.პ.ს ”ფსიტის" დირექტორი