Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი
p>საოჯახო სასტუმრო სახლები სამცხე-ჯავახეთში

 “ვალოდიას კოტეჯი” მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, კორისხევში, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 2 კმ-ზე. მასპინძელი ოჯახის სტუმართმოყვარეობა, მშვიდი და სუფთა გარემო, რაიონში არსებული კულტურულ ძეგლების სიუხვე აქ ჩამოსულ დამსვენებელს კომფორტულ და მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. 
“ვალოდიას კოტეჯში“ განთავსებულია 10 ორადგილიანი საძინებელი ოთახი სველი წერტილებით. ეზოში დამატებითი, მზის ენერგიაზე მომუშავე საშხაპეა მოწყობილი. კოტეჯების აივნიდან იშლება მდინარე მტკვრის ხეობის ლამაზი ხედი.
კოტეჯი გარშემორტყმულია ხეხილის ბაღით და მესხური ტერასული ვენახით. ეზოში სტუმართათვის ღია სასადილო და თონეა მოწყობილი. კოტეჯებში შესაძლებელია ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება, ეზოში კი - კარვებით დაბანაკებაც.
მასპინძელ ოჯახს აქვს მეძროხეობის მცირე ფერმა, საკალმახე მეურნეობა, ჰყავს ფუტკარი და სტუმრებს უმასპინძლდება ახალი ნატურალური პროდუქტით. აქ ჩამოსულ დამსვენებელს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს სეზონურ სამეურნეო საქმიანობაში – ხილისა და ყურძნის კრეფა, აგრეთვე სოფლის ყოველდღიურ გარჯაში - პურის გამოცხობა, ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა და სხვა.