ძირითადი ინფორმაცია: გეოგრაფიული მდებარეობა:სამხრეთ კავკასია, გრძედი 40o-47o , განედი 41o-44o (რუკა 1, რუკა 2) ფართობი:69,700 კვ.მ. ოფიციალური სახელწოდება: საქართველო სახელმწიფო მოწყობა:რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს. მოსახლეობა: 5,399,000 (1999 წ. ოფიციალური მონაცემი), 250,000 იძულებით გადაადგილებული პირის ჩათვლით. მოსახლეობის სიმჭიდროვე:77.5 კვ. კმ-ზე. დედაქალაქი: თბილისი ძირითადი ქალაქები: ქუთაისი-(241.100), რუსთავი-(158.000), ბათუმი-(137.100), ზუგდიდი-(105.000 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ჩათვლით), ჭიათურა-(70.000), გორი-(70.000), ფოთი-(50.900). ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ქვეყანა 9 რაიონად, 65 რეგიონად და აჭარისა და აფხაზეთის 2 ავტონომიურ რესპუბლიკებად არის დაყოფილი. ძირითადი მდინარეები:მტკვარი - 1515კმ. (351კმ. საქართველოში), ალაზანი- 407კმ. (390კმ. საქართველოში), რიონი (333კმ). ძირითადი ტბები: ფარავანი (38 კვ. კმ., სიღრმე - 3.3 მ., ზღვის დონიდან 2073მ.), ტაბაწყური (14 კვ. კმ., სიღრმე - 40მ., ზღვის დონიდან 2000 მ.), კელი (1,3 კვ. კმ., სიღრმე - 63მ., ზღვის დონიდან 2900 მ.), რიწა (1,5კვ. კმ., სიღრმე - 101მ., ზღვის დონიდან 880 მ.). სახელმწიფოს მეთაური და მთავრობა: 2004 წლიდან სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სახელმწიფო ენა: ქართული ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ერთადერთი ენა უძველესი დამწერლობით და საკუთარი ანბანით. მოსახლეობა აგრეთვე საუბრობს რუსულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე. სახელმწიფო რელიგია: მართლმადიდებლობა (მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. განსხვავებული აღმსარებლობის წარმომადგენლები: მუსულმანი შიიტები და სუნიტები, გრეგორიანელი სომხები, კათოლიკები, ბაფტისტები, ებრაელები). სიკვდილიანობა:7.7% (1998) შობადობა:11.2% (1998) დრო: GMT + 3. ელექტრომომარაგება:გამოიყენება 220 ვ. ცვლადი დენი, 50 ჰერცი, ევროპული ტიპის ორკონტაქტიანი შტეფსელი. ტელეფონი: ქვეყნის კოდი 995. გამავალი საერთაშორისო კოდები: 8-07 ან 8-10, 8-18 მობილური ტელეფონი: GSM 900 და 1800 ქსელით. ძირითადი ოპერატორი ჯეოსელი (www.geocell.com.ge) და მაგთიკომი(www.magtigsm.com). დაფარვა ხდება თითქმის მთელ საქართველოზე, გამონაკლისია რამდენიმე ძალიან დაბალი ადგილი და ზოგიერთი მაღალმთიანი რეგიონი. თბილისის აეროპორტი: მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 20 კმ-ში. საქართველო ცნობილია:როგორც ოქროს საწმისის, სავარაუდოდ ღვინის გამომგონებელი ქვეყანა, სტალინით, სტუმარმასპინძლობით, მთებით, ხალხური ცეკვებითა და სიმღერებით. მფარველი წმინდანი: წმინდა გიორგი.