Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

 დღე 1

ჩამოსვლა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. დახვედრა და მონაწილეების მიყვანა სასტუმრო პალიასტომში, კოლხეთის ეროვნულ პარკი, ფოთი. 
ტურის აღწერა კოლხეთის ეროვნულ პარკი დაარსდა 1998 წელს. 1947 წელს 500 ჰექტარ ჭაობიან და ტალახიან ტყეში, მდინარე რიონსა და პიჩორას შორის, დაარსდა კოლხეთის ნაკრძალი. ეროვნული პარკი მონოლითურ ფორმაციას კი არ წარმოადგენს, არამედ შედგება 5 ადმინისტრაციულ რაიონში მდებარე რამდენიმე ზონისაგან, რომლებიც ეკუთვნიან საქართველოს ორ ისტორიულ რეგიონს: სამეგრელო და გურია. რეგიონი გადაჭიმულია კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში და მის ძირითად ლანდშაფტს სანაპირო დაბლობი წარმოადგენს. კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელია ნესტიანი და ცხელი კლიმატი. მათ ზოლში და ტყეებში შესაძლებელია იშვიათი და მრავალფეროვანი ველური საერთაშორისო ღირებულების მქონე მცენარეების ნახვა. კოლხეთის ეროვნულ პარკში შეიძლება დააკვირდეთ ჩიტების 190 სახეობაზე მეტს. მათ შორის გადამფრენი ჩიტებს ევრაზიიდან, აფრიკიდან და ჩინეთიდან.

აქტივობები/ინტერესები ადგილზე: ბრიფინგი, თავისუფალი დრო
 
განთავსება სასტუმრო პალიასტომში


დღე 2 კოლხეთის ეროვნულ პარკი

ტურის აღწერა
ეროვნული პარკის ვიზიტი იწყება ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზის ჰოლიდან, სადაც ჯგუფი მოისმენს მოკლე ლექციას კოლხეთის ეროვნული პარკისა და საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, ნახავს ვიდეოფილმებს. შემდეგ მოცურავე დოკით ჯგუფი გადაკვეთავს პალიასტომის ტბას და ინგლისურენოვანი გიდის თანხლებით, ნავით გაისეირნებს მდინარისკენ. იმნათის მიდამოებში, იმნათის ტორფიანი ჭაობის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია ფეხით სეირნობა. ტორფიანი ჭაობის მიდამოებში, პალისატომის პატარა ტბის გაყოლებაზე, შეძლებთ სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ჩიტებზე დაკვირვებას და თევზაობას. 
 
აქტივობები/ინტერესები ადგილზე: პალიასტომის ტბაზე ნავი გიდის თანხლებით, ჩიტებზე დაკვირვება, თევზაობა, ფეხით გასეირნება.

განთავსება სასტუმრო პალიასტომში

დღე 3 ჩოხატაური-ჩაკაურა

ტურის აღწერა
დილით ჯგუფი გაემგზავრება ჩოხატაურის მიმართულებით. გზაზე ლანჩხუთში შევჩერდებით 1998 დაარსებულ ქალაქის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის დასათვალიერებლად, სადაც სხვადასხვა პერიოდის (დაწყებული ნეოლითური ქვის ხანიდან) 8.000 მეტი არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ისტორიული ექსპონანტია დაცული.
შემდეგ შევჩერდებით მეფუტკრე თამაზ ღლონტთან, რომელიც გაუძღვება ჯგუფს საკუთარი ხილის ბაღების გავლით სკებისკენ და გვესაუბრება თავის მიერ წარმოებულ, დაპატენტებულ თაფლის წარმოებაზე. ჯგუფს შესთავაზებენ სახლში დამზადებული თაფლისა და საკუთარ ბაღში მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების დაგემოვნებას.
შუადღისას ჯგუფი გიდის თანხლებით დაათვალიერებს მე-9 ს-ის ჯიხეთის ეკლესიასა და ქალთა მონასტერს და მათ სავანეებს.
 
ნაშუადღევს, მოგვიანებით, მისვლა გოჩა თუნაძის მთის სასტუმრო სახლში, ჩაკაურაში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი). გზაზე ჯგუფი შეჩერდება ნაბეღლავის წყაროებთან, საქართველოში ყველაზე მეტად პოპულარული ბუნებრივი მინერალური წყლის დასაგემოვნებლად, რომელიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. შესაძლებელია მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის მოკლე ვიზიტიც. 
ვახშამი სასტუმრო სახლში მუსლიმანური ტრადიციის კერძები. 
 
აქტივობები/ინტერესები ადგილზე:  

1. ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის ნახვა
2.მეფუტკრე თამაზ ღლონტი და ბიო პროდუქტების დეგუსტაცია
3. ჯიხეთის ეკლესია და ქალთა მონასტერი
4. ნაბეღლავის წყაროები
5. მინერალური წყლის ნაბეღლავის ჩამოსასხმელი ქარხანა

განთავსება გოჩა თუნანძის სასტუმრო სახლში, ჩაკაურა

დღე 4 ბახმარო

ტურის აღწერა
ტური მთელი დღე გაგრძელდება ბახმაროს მიმართულებით მოგზაურობით, ბახმარო, მთის კურორტი ზღვის დონიდან მდებარეობს 2050 მეტრზე. მესხეთის ქედის ყველაზე მაღალი მთის წვერიდან შესაძლებელია, როგორც მთლიანად გურიის მხარის დანახვა, აგრეთვე სამგრელოს, აფხაზეთის და შავი ზღვიდ დანახვაც. კურორტი ბახმარო, დანარჩენ ქართულ კურორტებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მაშტაბით. მთისა და ზღვის ჰაერის მშვენიერი ნაზავი , განსაკუთრებით სასარგებლოა ფილტვებისთვის.
ბახმაროში ჯგუფს შეუძლია დაიქირავოს ცხენები და გადაადგილდეს ადვილ მარშრუტზე ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მიმართულებით, შემდეგ ახლო-მახლო მდებარ დიდი და პატარა ბაისურას სოფლებისა და ზემო აჭარის სოფელ ზოტიხელის მიმართულებით (8 კმ.), სადაც უძველესი ტრადიციები დღემდე ისევ შემონახულია.  
საღამოს ფეხით გასეირნება და შემაღებული ადგილებიდან მზის ჩასვლის ცქერა რაც რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს თქვენში. გზად შესაძლებელია მწყემსის ქოხში სახლში დამზადებული ყველის გასინჯვა.

აქტივობები/ინტერესები ადგილზე:  

1. ცხენით გასეირნება
2. ზემო აჭარის სოფელი  
3. სახლში დამზადებული ყველის გაკეთების პროცესი
4. მზის ჩასვლის მთა


განთავსება გოჩა თუნანძის სასტუმრო სახლში, ჩაკაურა

დღე 5 მაკვანეთი

ტურის აღწერ
დილით ჯგუფი მოინახულებს გამოქვაბულის მამათა მონასტერ "უდაბნოს", რომელიც რეგიონში ყველაზე ძველ მონასტრად ითვლება (სავარაუდოდ აგებულია VI ს-ში). ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა, რომლის ხსენების დღე არის 11 სექტემბერს., მისი თავისკვეთის დღეს. ამ ადგილას, XIX ს-ის ბოლოს სამი დღის განმავლობაში ცხოვრობდა და ლოცულობდა გამოჩენილი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი. "უდაბნო" მდიდარია ტყის საფარით, საუცხოო ჰაერითა და გემრიელი წყლით. ოზურგეთის გზაზე, დაგეგმილია ადგილობრივი ისტორიის ჩოხატაურის მუზეუმთან გაჩერება, სადაც შესაძლებელია უნიკალური 
ეთნოგრაფიული ექსპონანტების დათვალიერება. აქ ჯგუფი მოისმენს ქართულ, ეროვნულ, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადგილობრივ მომღერლების მიერ შესრულებულ ცნობილ გურულ პოლიფონიურ სიმღერებს. 
შესვენება და პიკნიკი ან წახემსება ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის გზაზე, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი მხატვრების მიერ დამზადებული თექის სუვენირებისა და პატრა ნახატების ყიდვა. შუადღისას ჯგუფი გზას გააგრძელებს ოზურგეთისკენ, სადაც შეჩერდება ადგილობრივი ლუდის ქარხანასთან (ერთადერთი მთელ რეგიონში), გახსნილი 1937 წელს, სადაც შეძლებენ დააკვირდნენ საწარმოო ხაზს და დააგემოვნონ საღი ოზურგეთული ლუდი და ლიმონათი. შემდეგ, სასტუმროში განსათავსებლად წასვლისას, გზად ვიზიტი ანასეულის ჩაის ექსპერიმენტალურ საწარმოში, რომელიც გაიხსნა 1964 წელს და აწარმოებს ჩაის პროდუქტებს ხელოვნური მინარევების გარეშე, ახლო-მახლო სოფლების დაკრეფილი ჩაის ფოთლების გამოყენებით. აქ შესაძლებელია წარმოების პროცესზე დაკვირვება და მწვანე და შავი ჩაის შეძენა. 
საღამოს მაკვანეთის სასტუმრო სახლში მისვლა და ვახშამი.

აქტივობები/ინტერესები ადგილზე:  

1. უდაბნოს მონასტერი
2. ჩოხატაურის ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი და მუსიკალური ღონისძიება 
3. ჩოხატაურის სამხატვრო სკოლა 
4. "ოზურგეთლუდი" ლუდის ქარხანა 
5. ანასეულის ჩაის ექსპერიმენტალური ქარხანა 

განთავსება ჯაბა ჭეიშვილის სასტუმრო სახლი, მაკვანეთი

დღე 6 მაკვანეთი

ტურის აღწერა
დღის დიდი ნაწილი დაეთმობა ჯანვერდ ცეცხლაძის ეკო-მუზეუმში დასვენებას. მუზეუმი თვით მასპინძლის მიერ არის შექმნილი. აქვეა მოსასვენებლად და ხედებით ტკბობისთვის განკუთვნილი გრძელი სკამებით გაწყობილი ხის კოტეჯები და პავილიონები, რომლებიც გარშემორტყმულია ტყის საფარით და საკმაოდ მიმზიდველი ადგილია გასართობად. პიკნიკი ტყეში პიკნიკისთვის განკუთვნილ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მწვადის და ხინკლის მომზადება. დღის განმავლობაში შეძლებთ პატარა ჩანჩქერის მონახულებასა და მდინარის სუფთა წყალში ბანაობას. ნაშუადღევს, მოგვიანებით, სასტუმრო სახლში დაბრუნებამდე, შემოქმედის ეკლესიის მოკლე ვიზიტი და ქალაქის ხედებით დატკბობა.
საღამოს ვახშამი სასტუმრო სახლში, მოცვეკვავეთა ჯგუფის მიერ ეროვნული და ადგილობრივი ცეკვების წარმოდგენა.

აქტივობები/ინტერესები ადგილზე:  

1. ჯანვერდ ცეცხლაძის ეკო-მუზეუმი, გოგიეთი 
2. შემოქმედის ეკლესია
3. ადგილობრივი ცეკვების წარმოდგენა

განთავსება ჯაბა ჭეიშვილის სასტუმრო სახლი, მაკვანეთი

დღე 7 ლიხაური

ტურის აღწერა
დღის პირველი მოსანახულებელი ადგილი რეგიონის ყველაზე დიდი თხილის, ოზურგეთის ცენტრთან ახლოს. ქარხანა აშენდა 2008 წელს და დაასაქმა 200 მუშა. საწარმო სპეციალიზირებულია ადგილობრივი პლანტაციებიდან მოტანილი თხილის წარმოებაზე, რომელიც იგზავნება ევროპაში, სირიაში, ერაყში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში. შესაძლებელია თხილის ტოტებისგან დაწნული ჩანთების ყიდვა. ქალაქის ბაზრისკენ გზაზე სამხატვრო გალერიის ვიზიტი, ადგილობრივი მხატვრების ნახატების და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და აგრეთვე, შესაძლებელია სუვენირების ყიდვაც. 
ძველი ქალაქის ბაზარი წარმოადგენს დახლებისგან გაკეთებულ უზარმაზარ ლაბირინთს, სადაც იყიდება საჭმელი, სუნელები, ტანსაცმელი და თითქმის ყველაფერი, სადაც საყიდლებზე სიარულის დროს, გურულები ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს. ეს არის უცნაური, ქაოტური ადგილი, სადაც შესაძლებელია ადგილობრივ წარმოების პროდუქტების ნახვა.
ბაზარში საყიდლების შემდეგ, ჯგუფი გადაადგილდება აჩის მიმართულებით და გზად ცოტა ხნით გაჩერდება ლიხაურში, ქალაქის პატარა X-XII ს-ეების ეკლესიის მოსანახულებლად. შემდეგ სადილი სალხინოს რესტორანში მდინარე აჩის გასწვრივ, მწვანე გორაკებით გარშემორტყმული საკმაოდ შთამბეჭდავი ადგილი, მაგიდებით და გრძელი სკამებით გაწყობილი ხის ქოხები, ხმაურიანი მდინარის ჩაყოლებაზე მდებარეობს. სადილის შემდეგ, წმინდა გიორგის ეკლესიის დათვალიერების შემდეგ, ადიშის დედათა მონასტერის მონახულება. შუადღისას, უკან დაბრუნებისას ჯგუფი მოინახულებს ვაჟა პატარავას ფერმას, რომელიც გვაჩვენებს როგორ ამზადებს ღვინოს სახლში და გაუძღვება ჯგუფს საკუთარი უზარმაზარი პლანტაციებისკენ. მისი სახლიდან იწყება ფეხით სასიარულო ბილიკი ტყის გასწვრივ, რომელიც მიგვიყვანს თამარ მეფის ციხის ნანგრევებამდე. წახემსება, მასპინძელი მოგვართმევს საჭმელსა და სასმელს.
საღამოს განთავსება ბახვის სასტუმრო სახლში და ვახშამი.

აქტივობები/ინტერესები ადგილზე:  

1. ოზურგეთის თხილის ქარხანა
2. ქალაქის სამხატვრო გალერია, ოზურგეთი 
3. ძველი ქალაქის ბაზარი, ოზურგეთი 
4. ლიხაურის ეკლესია
5. წმ.გიორგის ეკლესია, ადიში
6. ვაჟა პატარავას ფერმა და ციხე-სიმაგრე, ლიხაური

განთავსება ვაჟა პატარავას სასტუმრო სახლში+ელგუჯა ცქვიტინიძე ზედა ბახვი

დღე 8 ბახვი

ტურის აღწერა
დილით ჯგუფს შეუძლია მოინახულოს დათო თენეიშვილის ორგანული ფერმა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ გამოცდილება თევზების გამოკვებაში, დაათვალიერონ ბიო გაზის გაყვანილობა, წყლის წისქვილი და ჩაის პატარა საწარმო. გემრიელი თაფლის, ჩაის და ბაღში დაკრეფილი ხილის დაგემოვნების შემდეგ, ჯგუფი გაემართება ასკანას მიმართულებით, VI ს-ის პანორამული მდებარეობის მქონე ციხე-სიმაგრის ნანგრევების მოსანახულებლად. ჯგუფი დაახლოებით 1 საათით ისეირნებს ფეხით ველური ტყის გავლით ციხე-კოშკამდე მისასვლელად, სადაც გათვალისწინებულია პიკნიკი და დრო დასასვენებლად. ნაშუადღევს, მოგვიანებით, ჯგუფი დაბრუნდება სასტუმრო სახლში და გამოსამშვიდობებელი საღამო ადგილობრივ ანსამბლთან ერთად.

აქტივობები/ინტერესები ადგილზე:  

1. დათო თენეიშვილის ორგანული ფერმა
2. ასკანას ციხე-სიმაგრე 
3. გამოსამშვიდობებელი საღამო ადგილობრივ ანსამბლთან ერთად.

განთავსება ვაჟა პატარავას სასტუმრო სახლში+ელგუჯა ცქვიტინიძე ზედა ბახვი

დღე 9 ბათუმი

ტურის აღწერა
დილით ჯგუფი გაემგზავრება ბათუმის მიმართულებით და გზაზე შეჩერდება აკაკი ღლონტის ორგანულ ფერმაში სოფელ გურიანთაში, სადაც სტუმრებს შეუძლიათ გაისეირნონ კივის, ფეიხოას, ნიგვზის, ღვინის, ვაშლის, წაბლის, კარალიოკის ლეღვის, ჟოლოს პლანტაციებში. სტუმრებს აგრეთვე შეუძლიათ გასინჯონ სახლში დამზადებული წაბლის და აკაციის თაფლი.
ჩასვლა ბათუმში, სასტუმროში განთავსება და თავისუფალი დრო.

აქტივობები/ინტერესები ადგილზე:  

1. აკაკი ღლონტის ორგანული ფერმა, გურიანთა 
2. ბათუმი

განთავსება სასტუმრო სპუტნიკში 
 
10 დღე გამგზავრება


ტურის ღირებულებაში შედის:

  • სასტუმრო სახლებში განთავსება
  • ბუფეტი და ლანჩი სადაც მითითებულია
  • სასმელი საჭმლის დროს (წყაროს წყალი, სახლში დამზადებული ღვინო, ყავა და ჩაი)
  • პროგრამით გათვალისწინებული ტრანსპორტირება
  • ჩამოსვლისას აეროპორტიდან ტრანსპორტირება
  • ინგლისურ-გერმანულენოვანი გიდის მომსახურება
  • ბილეთების ფასები და ადგილობრივი გიდები
  • პროგრამით გათვალისწინებული საცეკვაო და მუსიკალური წარმოდგენები


ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • საქართველოში/დან ფრენები
  • სამოგზაურო ვიზა
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • საპიკნიკე საჭმელი/ლანჩ პაკეტები მოგზაურობის დროს, რომელთა ყიდვა ინდივიდუალურად ან სპეციალური მითითებითაა შესაძლებელი.
  • სადილი კოლხეთში (რესტორანი იაზონი)
  • მოგზაურობის დროს ალკოჰოლური და სხვა სასმელები, რაც არ არის ჩამონათვალში მითითებული.
  • გამგზავრებისას აეროპორტში გაცილება
  • ყველაფერი რაც არ არის მითითებული "ტურის ღირებულებაში შედის".

 

ტურის დეტალები
მონაწილეები: მინ. 6, მაქ.10
პერიოდი: ივლისი-სექტემბერი