Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

8.სოფელი დამალა-კოხტას ციხე-დამალა.


მარშრუტის გავლისას დატკბებით ულამაზესი პეიზაჟებით, ლანდშაფტითა და წიწვოვანი ტყის სურნელებით და მოინახულებთ სოფელ დამალას მახლობლად მდებარე კოხტას ციხეს, რომელიც ასპინძის რაიონის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლია. 

ღირშესანიშნაობები:
სოფ. დამალა;
კოხტას ციხე.


ერთდღიანი მარშრუტი:
ასპინძიდან 20-30 წუთის სავალზე მდებარეობს სომხური მოსახლეობით დასახლებული სოფელი დამალა. სოფლის ცენტრიდან მარშრუტი გრძელდება გალავან შემოვლებული, დიდ კოშკიანი კოხტას ციხისაკენ. გალავანს შიგნით მდებარეობს ორი ძველი ეკლესია. ასპინძისხევი ციხე-სიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული. კოხტას ციხე მნიშვნელოვან სიმაგრეს წარმოადგენდა და ჯავახეთში იცავდა ასპინძისხევს. ციხისაკენ მიმავალ გზაზე შეხვდებით სასოფლო-სამეურნეო ნათესებს. კოხტას ციხიდან მთელ მტკვრის ხეობაზე იშლება ულამაზესი ხედები. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, (დაახლოებით Xს). დღესდღეობით იგი დაზიანებულია. აქედან მოსჩანს ვარნეთის ციხე და ახლო მდებარე სოფლები. მდინარეზე გადასვლის შემდეგ მარშრუტი მიუყვება წიწვოვან ტყეს, სადაც წიწვოვანი მცენარეების არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებს. აქვე არის კარგი საპიკნიკე ადგილები.

ნაკლებად რთული მარშრუტი.
მარშრუტის სიგრძე: 5.7 კმ.
ტურის ხანგრძლივობა: 5 საათი.
ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1360 მ.
ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1580 მ.
გადაადგილების საშუალება: ქვეითად.
რეკომენდაციები: სასურველია თან იქონიოთ საგზალი.