Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

7.სოფელი ნიჯგორი-სარო-ნიჯგორი


მარშრუტი ქვეითად მოსიარულეებს სთავაზობს მესხური სოფლების მონახულებას, სადაც დღესაც შემორჩენილია უძველესი არქიტექტურული და მეგალითური ძეგლები, ტიპიური მესხური სახლები, ტერასები, საიდუმლო გვირაბები. ბილიკი ძალზე საინერესოა პარცელურის, ადგილობრივი რელიეფისა და მცენარეული საფარის თვალსაზრისითაც.

ღირშესანიშნაობები:
სოფ. ნიჯგორი - XII-XIV ს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია.
სოფ. სარო - VII-VIII ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ორნავიანი ეკლესია და ციხის ნანგრევები.

 

ერთდღიანი მარშრუტი:
ბილიკი იწყება ასპინძა-ვარძიის გზის პირას მდებარე სოფელ ნიჯგორიდან, სადაც ვნახავთ ნიჯგორის წმინდა გიორგის სახელობის XII-XIV საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიას. სოფელ ნიჯგორის მოსახლეობა ძირითადად ეწევა მებაღეობას, ბილიკის გავლისას, გზაზე შეგვხვდება თუთის ბაღები. მარშრუტს ვაგრძელებთ ნასოფლარებისკენ, სადაც შეძლებთ ტიპიური მესხური სახლების მონახულებას. აქვეა მეჩეთის ნანგრევები. ბილიკი ძალიან საინტერესოა პარცელურის, ადგილობრივი რელიეფის, ნაგებობების, მცენარეული საფარის დასათვალიერებლად. გზა გრძელდება ქვაბისკარის გამოქვაბულისკენ. შემოსევების დროს ეს გამოქვაბულები თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მიმართულებას ვიღებთ სოფელ საროს ციკლოპური ნაგებობისაკენ. აქვე ნახავთ ციხის და საბრძოლო კოშკების ნანგრევებს. კარგადაა შემორჩენილი მესხეთში ფართოდ გავრცელებული ე.წ. დარნები (სამალავები). ირგვლივ არაჩვეულებრივი სანახაობა იშლება, განუმეორებელი ხედებით. სოფელ საროში VII-VIII საუკუნეების მთავარანგელოზის სახელობის ორნავიანი ეკლესიაა შემორჩენილი, რომელიც გადაკეთებულია (1747 წელს) და ამჟამად შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია ძველი საფლავის ქვები, რომლებსაც ცხვრის და ხარის ფორმები აქვთ. ნასოფლარებთან ახლოს შეიძლება მესხური "მერცხლისბუდური" გადახურვით" დარბაზისა და ძველებური ერდოიანი სახლების ნახვა. აქვე შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა. 

ნაკლებად რთული მარშრუტი.
მარშრუტის სიგრძე: 4.00 კმ.
ტურის ხანგრძლივობა: 4 საათი.
ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1110 მ.
ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1440 მ.
გადაადგილების საშუალება: ქვეითად.
რეკომენდაციები: სასურველია თან იქონიოთ საგზალი.