Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

6.სოფელი ოთა - შორეთი - ოთა.


ქვეითად მოსიარულეებს ეს ბილიკი სასიამოვნო სანახაობებს სთავაზობს. მარშრუტს დავიწყებთ სოფელ ოთას გავლით. ბილიკს განვაგრძობთ XII საუკუნის ბოლოს აშენებული შორეთის მონასტრის მონახულებით. მონასტერი შემორჩენილი მოზაიკური ფრაგმენტებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

ღირშესანიშნაობები:
შორეთის მონასტერი.


ერთდღიანი მარშრუტი:

ბილიკი იწყება სოფელ ოთადან. ამ სოფლის მახლობლად შემორჩენილია ძველი ციხის ნანგრევები, რომელსაც "ოთის ციხეს" ეძახიან და ქრონიკებშიც არის მოხსენიებული. მდინარე "ოთის წყალზე" გადასვლის შემდეგ ბილიკს განვაგრძობთ სამანქანო გზით ტყის მიმართულებით. სოფელ ოთადან დაახლოებით 4-5 კმ-ის მოშორებით, ასპინძისხევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს შორეთის მონასტერი. მოჩუქურთმებული თლილი ქვის პერანგით, იშვიათი დეკორით, მოზაიკით შემკული შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმულ მდელოზე დგას. ჩრდილოეთიდან მაღალი, მიუდგომელი ციხე-კოშკითა და სამლოცველოთი დაგვირგვინებული ფრიალო კლდე გადმოჰყურებს. მონასტრის უძველესი ფრაგმენტია ადრექრისტიანული ქვის სამმეტრიანი სტელა (VI-VII საუკუნეები). თავდაპირველად, დაახლოებით IX საუკუნეში უნდა იყოს აშენებული დარბაზული ტიპის ეკლესია, თუმცა არის ნიშნები უფრო ადრინდელი (სტელის თანადროული) ეკლესიის ნაშთის არესებობის. XII ს-ის ბოლოს, როგორც ჩანს, მიწისძვრით ან მტრის შემოსევით, შორეთის ეკლესია მონასტრის სახეს იღებს. იგი ხდება ორსართულიანი, ჯვრის ტიპის ინტერიერით, თუმცა არ ედგმება გუმბათი, უკეთდება მოზაიკური დეკორი (რაც ძალზედ იშვიათია ფეოდალურ საქართველოში), ჩნდება ჭიქური კრამიტი. XIV ან XV საუკუნეში კვლავ რესტავრირდება და ემატება საინტერესო დეკორის მქონე სამრეკლო. დიდ ინტერესს იწვევს აგრეთვე ძეგლზე დაცული ლაპიდარული წარწერები.

საშუალო სირთულის მარშრუტი.
მარშრუტის სიგრძე: 5-6 კმ. 
ტურის ხანგრძლივობა: 7 საათი.
ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1316 მ. 
ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1871 მ.
გადაადგილების საშუალება: ქვეითად.
რეკომენდაციები: სასურველია თან იქონიოთ საგზალი.