Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

5. ვარძია - ზედა ვარძია - ვარძია 


ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არქიტექტურის უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. ცამეტიარუსიანი კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ასეულ სენაკსა და დარბაზს, ეკლესიებს, სამრეკლოს, სათავსოებს, თავლებს, მარნებს, ბიბლიოთეკასა და აფთიაქს. სასმელი წყალი 3,5 კილომეტრით დაშორებული ზედა ვარძიის საყდრის მიდამოებიდან მოედინებოდა. ეს ეკლესია მდინარე მტკვრის აყოლებით, ულამაზესი ხეობის სიღრმეში მდებარეობს. დღესდღეობით ზედა ვარძია რომელიც დედათა მოქმედი მონასტერია, ვარძიაში კი მოქმედებს სახელმწიფო მუზეუმი და მამათა მონასტერი

ღირშესანიშნაობები:
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
ზედა ვარძია.


ერთდღიანი მარშრუტი
მარშრუტი იწყება ვარძიაში, ხიდთან და ზედა ვარძიის დედათა მონასტრისაკენ მიემართება. ზედა ვარძიის XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია უხვადაა მოჩუქურთმებული. ნებადართულია მონასტრის ტერიტორიაზე შესვლა, მონაზონთა ხელით გაშენებული ხეხილის ბაღების, ბოსტნების, საკალმახე მეურნეობისა და სკების მონახულება. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებო და სასულიერო ცხოვრებაში. განსაკუთრებით საინტერესოა კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და მისი ფრესკული მხატვრობა. მარშრუტი მთავრდება ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ეზოში, სადაც შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა და დასვენება. 
 
ბილიკი საკმაოდ ადვილად გასავლელია. 
მარშრუტის სიგრძე: 5,8 კმ.
ტურის ხანგრძლივობა: 5 საათი.
ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1220 მ.
ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1407 მ.
სატრანსპორტო საშუალება: ქვეითად ან მანქანით.
რეკომენდაციები:
გამოქვაბულების დასათვალიერებლად სასურველია, რომ იქონიოთ ფარნები. 
შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე.