Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

3.დაბა ასპინძა - ხერთვისი - კვარშა - გელსუნდის გამოქვაბულები.


ხერთვისის ციხე აღმართულია არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის (მდინარე ფარავანი) შესართავთან. მარშრუტი სწორედ ამ უძველესი ციხესიმაგრის დათვალიერებით იწყება. ბილიკი კვეთს ათასფრად აყვავებულ მინდვრებს, ხეხილის ბაღებსა და სათიბებს.ბილიკზე მოვინახულებთ ნასოფლარების ნანგრევებს, რომლებიც დაფარულია მოყავისფრო-მოყვითალო ხავსურით და თოვლიანი აბულის მთების ფონზე გასაოცარ ფერთა ჰარმონიას ქმნის. 

ღირშესანიშნაობები:
ხერთვისის ციხესიმაგრე.
კვარშის ეკლესია.


ერთდღიანი მარშრუტი
მარშრუტი იწყება ხერთვისის ციხიდან ჯავახეთის პლატოსკენ და სოფელ კვარშას გავლით სოფელ გელსუნდასკენ მიემართება. ხერთვისის ციხე კლდოვანი მთის თხემზე მდებარეობს და მისი სიგრძე 100 მეტრს აღემატება. ციხე რამდენიმე მონაკვეთისაგან შედგება. შიდა ციტადელიდან შესაძლებელია მდინარე მტკვარზე ჩამავალი გვირაბის დანახვაც. ციხის დათვალიერების შემდეგ გზას განვაგრძობთ სოფელ კვარშას მიმართულებით, სადაც შესაძლებელია X ს-ის ბაზილიკის მონახულება. მარშრუტის გავლისას შეგვხვდება ნასოფლარები, ქვაში ნაკვეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, პურის ხაროები ადგილობრივი მოსახლეობის სათიბები, ყანები, ხეხილის ბაღები და ცივი წყაროც. მარშრუტი მთავრდება სოფელ გელსუნდასთან

საშუალო სირთულის მარშრუტი.
მარშრუტისსიგრძე: 7,5 კმ.
ტურის ხანგრძლივობა: 6 საათი.
ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1200 მ.
ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1650 მ.
სატრანსპორტო საშუალება: ქვეითად ან ცხენით. 
რეკომენდაციები: სასურველია თან იქონიოთ საგზალი.