Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

1. თბილისი-მცხეთა-ბორჯომი(ბაკურიანი)-ახალციხე 2 დღიანი ტური

 

პირველი დღე: თბილისიდან გავემგზავრებით მცხეთის მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ მცხეთის ჯვრის ეკლესიასა და სვეტიცხოვლის ტაძარს. ამ ვიზიტების შემდგომ გავემგზავრებით ბორჯომის მიმართულებით. ბორჯომში ჩასვლამდე გაჩერება და წახემსება ახალდაბაში, ამის შემდეგ მწვანე მონასტრის ვიზიტი. ღამისთევა შესაძლებელია ბორჯომში და ბორჯომის პარკის ვიზიტი, აგრეთვე შესაძლებელია ღამისთევა ბაკურიანში ან ტიმოთესუბანში და ამავე სოფელში მდებარე მოთესუბნის ეკლესიის მონახულება.

 

მეორე დღე:  გზას განვაგრძობთ ახალციხის მიმართულებით. ახალციხეში ჩასვლამდე დავათვალიერებთ აწყურის ეკლესიასა და ციხეს, ახალციხეში ძველ რაბათსა და საფარის მონასტერს.

 

ორდღიანი ტური დასრულდება თბილისში დაბრუნებით.

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები

 

 

2. თბილისი-ბორჯომი-სოფელი კლდე-ურაველის ხეობა-ხერთვისის ციხე-ვანის ქვაბები-ზედა ვარძია-ვარძიის სამონასტრო კომპლექსი 3 დღიანი ტური

 

პირველი დღე: თბილისიდან გავემგზავრებით ბორჯომის მიმართულებით. ბორჯომში ჩასვლამდე გაჩერება და წახემსება ახალდაბაში, ამის შემდეგ მწვანე მონასტრის ვიზიტი. გზას განვაგრძობთ სოფელ კლდის მიმართულებით. სოფელში ჩასვლამდე შესაძლებელია აწყურის ეკლესიისა და ციხის დათვალიერებ.ღამისთევა შესაძლებელია სოფელ კლდის სასტუმრო სახლში. 

 

მეორე დღე:  გზას განვაგრძობთ ასპინძის მიმართულებით. ასპინძაში ჩასვლამდე დავათვალიერებთ ურაველის ხეობასა და შემდეგ ხერთვისის ციხეს. შესვენების და წახემსების შემდეგ გზას განვაგრძობთ ვარძიის მიმართულებით. გზაზე შესაძლებელია ვნახოთ ნაქალაქევის ქარვასლა და წუნდის ტბა. მარშრუტი დასრულდება ვანის ქვაბების ვიზიტით. ღამისთევა შესაძლებელია ვარძიაში, აგრეთვე სოფელ თმოგვში

 

მესამე დღე:  მოვინახულებთ ზედა ვარძიის დედათა მონასტერს, შემდეგ შეგვიძლია პიკნიკის მოწყობა ვარძიის მუზეუმის ტერიტორიაზე. წახემსებისა და ცოტა შესვენების შემდეგ დავათვალიერებთ ვარძიის გამოქვაბულების კომპლექსს.

 

სამდღიანი ტური დასრულდება თბილისში დაბრუნებით.

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები

 

 

3. თბილისი-ბორჯომი-ტიმოთესუბანი-სადგერი-ხერთვისის ციხე-ვარძიის სამონასტრო კომპლექსი 2 დღიანი ტური

 

პირველი დღე: თბილისიდან გავემგზავრებით ბორჯომის მიმართულებით. ბორჯომში ჩასვლამდე გაჩერება და წახემსება ახალდაბაში, ამის შემდეგ მწვანე მონასტრის ვიზიტი. ღამისთევა ტიმოთესუბანშ და ამავე სოფელში მდებარე ტომოთესუბნის ეკლესიის მონახულება, აგრეთვე სადგერის წმინდა გიორგის ეკლესიის ვიზიტი.

 

მეორე დღე:  გზას განვაგრძობთ ასპინძის მიმართულებით. ხერთვისის ციხის დათვალიერება და წახემსება-შესვენება. ამის შემდეგ გზას განვაგრძობთ ვარძიის მიმართულებით და მოვინახულებთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსსა და გამოქვაბულებს. 

 

ორდღიანი ტური დასრულდება თბილისში დაბრუნებით.

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები

 

 

4. თბილისი-ახალციხე-საფარის მონასტერი-ძველი რაბათი-ზარზმა-აბასთუმნის ობსერვატორია 2 დღიანი ტური

 

პირველი დღე: თბილისიდან გავემგზავრებით ახალციხის მიმართულებით, ბორჯომში ჩასვლამდე გაჩერება და წახემსება ახალდაბაში. ახალციხეში ჩასვლამდე შესაზლებელია აწყურის ციხის ვიზიტი. ამის შემდეგ მოვინახულებთ საფარის მონასტერს, ძველ რაბათს, შესაზლებელია ახალციხის მუზეუმის მონახულებაც. ღამისთევა ახალციხის სასტუმრო სახლში.

 

მეორე დღე:  გზას განვაგრძობთ ადიგენის მიმართულებით. მოვინახულებთ აბასთუმნის ობსერვატორიას. შესვენება-წახემსების შემდეგ მოვინახულებთ ზარზმის მონასტერს.

 

ორდღიანი ტური დასრულდება თბილისში დაბრუნებით.

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები

 

 

5. თბილისი-აბასთუმნის ობსერვატორია-ზარზმის მონასტერი-ჭულევი-ბორჯომი მწვანე მონასტერი 2 დღიანი ტური

 

პირველი დღე: თბილისიდან გავემგზავრებით ადიგენის მიმართულებით, ბორჯომში ჩასვლამდე გაჩერება და წახემსება ახალდაბაში. ამის შემდეგ გზას განვაგრძობთ კვლავ ადიგენის მიმართულებით და აბასთუმანში მოვინახულებთ აბასთუმნის ობსერვატორიას, შემდეგ კი ზარზმის მონასტერს. ღამისთევა შესაძლებელია აბასთუმნის სასტუმრო სახლში.

 

მეორე დღე:  გზას განვაგრძობთ ჭულევის მიმართულებით და მოვინახულებთ ჭულევის მონასტერს. შესვენება-წახემსების შემდეგ გზას გავაგრზელებთ ბორჯომის მიმართულებით. ბორჯომში ჩასვლამდე შესაზლებელია აწყურის ეკლესიისა და ციხის დათვალიერება, ბოლოს კი მწვანე მონასტრის ვიზიტი.

 

ორდღიანი ტური დასრულდება თბილისში დაბრუნებით.

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები