|
სამცხე-ჯავახეთი, მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს (რუკა). სამცხე საქართველოს ისტორიული მესხეთის ნაწილია. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი. ჯავახეთი, ძირითადად მოიცავს ახლანდელი ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. თორი ისტორიული მესხეთის ნაწილია, როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მდინარე მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ეთნიკურად მრავალფეროვანია, ქართველებთან ერთად აქ ცხოვრობენ ბერძნები, სომხები, ოსები და რუსები.სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ უძველესი ქართველური ტომები. ცივილიზაცია აქ დაახლოებით 4000 წლის წინ დაიწყო. მესხთა (ან მოსხი) და მოსინიკების უძველესი ქართველური ტომები წარმოადგენდნენ სწორედ ამ რეგიონის მკვიდრ მოსახლეობას. ძვ. წ. მე- 2 მე-4 საუკუნეებში მესხეთი იყო დიაოხის ქართული სამფოს ნაწილი. ჩვ.წ. აღრიცხვამდე მე-6 ს-ში, იბერიის სამეფოს ნაწილი. მე-10 მე-15 საუკუნეებში ეს რეგიონი შედიოდა გაერთიანებულ ქართულ სამეფოში. მე-16 ს-ში აქ გაბატონდნენ თურქები. 1829-1917 წლებში თბილისის გუბერნიის შემადგენლობაშია, ხოლო 1918-1921 საქართველოს დემოკრატიული რესუბლიკაში შედიოდა, 1921-1990 წლებში საბჭოთა საქართველოს ნაწილის წარმოადგენდა. 1990 წლიდან კი მესხეთი (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) საქართველოს რესპუბლიკის რეგიონია. ეს რეგიონი ტაო-კლარჯეთის (ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორია) ნაწილსაც წარმოადგენდა, სადაც ამჯამადაც კი შესაძლებელია ქართული ეკლესია-მონასტრების მონახულება. ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა მცხეთისაკენ მიმავალ საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი კაპადოკიელი წმინდა ნინო. ამ რეგიონში შეიქმნა ქართული კულტურის უნიკალური ნიმუშები.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ტურისტულ მეგზურ "ლოუნლი პლანეტ"-ში (გვ.121).
|