Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

6-7 დღიანი ტური;  ”მოინახულეთ ისტორიული მესხეთი”

 

ტურის აღწერა:

 

პირველი დღე: ესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთს

 

გამგზავრება ბორჯომის მიმართულებით-ტიმოთესუბნის ეკლესია-სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია-მწვანე მონასტერი-ახალციხის მუზეუმი და ძველი რაბათი-ჩასვლა და ღამისთევა ახალციხეში.

 

მეორე დღე: ესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთს

 

გამგზავრება ასპინძის მიმართულებით-ხერთვისის ციხე-წუნდის ტბა-ნაქალაქევის ქარვასლა-წუნდის ეკლესია-მარგასტანის გამოქვაბულები-ვანის ქვაბები-ჩასვლა და ღამისთევა ვარძიაში.

 

მესამე დღე: ესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთს

 

ზედა ვარძიის დედათა მონასტრის მონახულება-ვარძიის სამონასტრო კომპლექსი-თმოგვის ციხე-ჩასვლა და ღამისთევა თმოგვის ციხესთან ახლოს, ნაქალაქევში.

 

მეოთხე დღე: ესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთს

 

სოფელ ნიჯგორის ეკლესია-ქვაბის კარის გამოქვაბული-სოფელ საროს სამი ციხე და ეკლესია, ციკლოპური ნაგებობების ვიზიტი-მესხური მერცხლისბუდური გადახურვის დარბაზი და ერდოიანი სახლების მონახულება-ჩასვლა და ღამისთევა ასპინძაში.

 

მეხუთე დღე: ესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთს


სოფელი ოთ-შორეთის ციხე და მონასტერი-ჩასვლა და ღამისთევა ასპინძაში.

 

მეექვსე დღე: ესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთს

 

ასპინძის ციხე-აგარის წითელი საყდარის მონახულება-კოხტას ციხე-გამგზავრება ახალციხის მიმართულებით-საფარის მონასტრის ვიზიტი-ჩასვლა და ღამისთევა ახალციხეში და ტურის გაგრძელება  ან დაბრუნება თბილისში.

 

მეშვიდე დღე: ესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთს

 

გამგზავრება ადიგენის მიმართულებით-აბასთუმნის ობსერვატორიის დათვალიერებ-ზარზმის მონასტერი-ჭულევის მონასტერი-დაბრუნება თბილისში.

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები