Flag of Georgia    Flag of English   
  psityსაწყისი
  psityჩვენ შესახებ
  psityმარშრუტები
  psityდამატებითი მომსახურება
  psityსაქართველოს შესახებ
  psityტურისტული ინფორმაცია
  psityპარტნიორები
  psityგალერეა
  psityსაოჯახო სასტუმროები
  psityფრაზები
  psityვალუტა და ამინდი

1. თბილისი-ბორჯომის პარკი-ასპინძა-ვარძია

 

პირველი დღე: გასვლა თბილისიდან 08.00 ს-თზე. შესვენება ახალდაბაში, წახემსება, ბორჯომის პარკის ვიზიტი და ბუნებრივი მინერალური წყლის ”ბორჯომი” დაგემოვნება და შემდეგ მარშრუტის გაგრძელება ასპინძის მიმართულებით. 

 

მოსანახულებელი ადგილები:

ბორჯომის პარკი

ხერთვისის ციხე

ვანის ქვაბები 

ვარძიაში ჩასვლა და ღამისთევა.

 

მეორე დღე: მარშრუტს დავიწყებთ ზედა ვარძიის მოკლე ბილიკის გავლით.

 

მოსანახულებელი ადგილები: 

ვარძიის დედათა მონასტერი

ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი

ჩასვლა და ღამისთევა ასპინძაში.

 

მესამე დღე: მარშრუტს განვაგრძობთ ახალციხის მიმართულებით და ქალაქში ჩასვლამდე დავათვალიერებთ ურაველის ხეობას.

 

მოსანახულებელი ადგილები: 

ოხერის სალოცავი

ახალციხე-ძველი რაბათი, შესაძლებელია ახალციხის მუზეუმის ვიზიტიც. 

 

3 დღიანი ტური დასრულდება თბილისში ჩასვლით.

 

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები

 

2. თბილისი-აწყური-ახალციხე-საფარა-ხერთვისის ციხე-ვარძია

 

პირველი დღე: გასვლა თბილისიდან 08.00 ს-თზე. შესვენება აწყურში, წახემსება და  აწყურის ციხის ვიზიტი, ამის შემდგომ მარშრუტის გაგრძელება ახალციხის მიმართულებით.

 

მოსანახულებელი ადგილები:

აწყურის ციხე

საფარის მონასტერი

ახალციხე-ძველი რაბათი, შესაძლებელია ახალციხის მუზეუმის ვიზიტიც. 

ჩასვლა და ღამისთევა ახალციხეში.

 

მეორე დღე: მარშრუტს დავიწყებთ და გავემგზავრებით ასპინძის მიმართულებით. მოვინახულებთ ხერთვისის ციხეს, ავალთ ჯავახეთის პლატოზე, დავტკბებით ულამაზესი ხედებით და ვნახავთ ნასოფლარ კვარშასა და კვარშის ეკლესია. მარშრუტს დავასრულებთ სოფელ გელსუნდაში, სადაც  შესაძლებელია ღამისთევა. ამ სოფელში მდებარეობს გელსუნდის ქვისკარიანი გამოქვაბულების კომპლექსი, შესაძლებელია ამ გამოქვაბულთა დათვალიერებაც.

 

მოსანახულებელი ადგილები: 

ხერთვისის ციხე

კვარშის ეკლესია

გელსუნდის ქვისკარიანი გამოქვაბულების კომპლექსი

 

მესამე დღე: მარშრუტს განვაგრძობთ ვარძიის მიმართულებით და ვიზიტს დავიწყებთ ვარძიის დედათა მონასტრის მონახულებით.

 

მოსანახულებელი ადგილები: 

ვარძიის დედათა მონასტერი

ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი

 

3 დღიანი ტური დასრულდება თბილისში ჩასვლით.

 

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები

 

3. თბილისი-ბორჯომი-მწვანე მონასტერი- ნაქალაქევის ქარვასლა-თმოგვის ციხე-ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

 

პირველი დღე: გასვლა თბილისიდან 08.00 ს-თზე. შესვენება ახალდაბაში, წახემსება და მწვანე მონასტრის ვიზიტი, ამის შემდგომ მარშრუტის გაგრძელება ასპინძის მიმართულებით.

 

მოსანახულებელი ადგილები:

მწვანე მონასტერი

ხერთვისის ციხე

ნაქალაქევის ქარვასლა

ჩასვლა და ღამისთევა ნაქალაქევში, სასტუმრო სახლ ”თირებში”.

 

მეორე დღე: მარშრუტს დავიწყებთ თმოგვის ციხის დათვალიერებით, ამის შემდეგ კი გზას განვაგრძობთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით. ვარძიაში ჩასვლამდე შესაძლებელია მოვინახულოთ ვარძიის გამოქვაბულებთან  ახლოს მდებარე პატარა, კოპწია სოფელი ჭაჭკარი და მოვინახულოთ ქვაში ნაკვეთი უძველესი საწნახელები, გვირგვინიანი დარბაზი და წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი. მარშრუტი დასრულდება ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ვიზიტით.

 

მოსანახულებელი ადგილები: 

თმოგვის ციხე

სოფელი ჭაჭკარის ქვაში ნაკვეთი უძველესი საწნახელები, გვირგვინიანი დარბაზი და წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი.

ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი

ღამისთევა ვარძიაში.

 

მესამე დღე: მარშრუტს დავიწყებთ ვარძიის დედათა მონასტრის მონახულებით. თბილისში დაბრუნებისას გზაზე შესაძლებელია ახალციხის ძველი რაბათის დათვალიერება.

 

მოსანახულებელი ადგილები: 

ვარძიის დედათა მონასტერი;

ვანის ქვაბები: 

 

3 დღიანი ტური დასრულდება თბილისში ჩასვლით.

 

ტურის ღირებულებაში შედის: 

ტრანსპორტირება

სასტუმრო სახლებში განთავსება

კვება (საუზმე, მსუბუქი სადილი და ვახშამი)

გიდის მომსახურება

მუზეუმის ბილეთები